არაანაზღაურებად სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
მზიური · თბილისი
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში მარკეტინგის დეპარტამენტში.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
პრაქტიკულ გამოცდილებას პრემიუმ ბრენდებთან მუშაობაში, მათ შორის: Lindt, Dallmayr, Olympus, Emco, Takis, Nuk, Bubchen, Plasmon და სხვა.სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ.მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ.ჯანმრთელობის დაზღვევას.Fit-Passსტაჟირების ვადა - 6 თვე (დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობამარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში მენეჯერის ასისტირებაკონტენტის შექმნასა და იდეების გენერირებაში მონაწილეობასოციალური მედიის პლატფორმებზე მუშაობის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით განათლება (მიმდინარე ან დასრულებული)სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn) გამოყენების გამოცდილებაკონტენტის შექმნისა და იდეების გენერირების უნარიანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღებაქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება;დეტალებზე ყურადღების მიქცევა;სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება;გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, - (არსებობის შემთხვევაში გაგვიზიარეთ პორტფოლიო) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;მონაცემთა გადატანის უფლება;ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;თანხმობის გამოხმობის უფლება;გასაჩივრების უფლება’შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."