Production Manager
LTD Nutrimax · გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება N1
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციაზე ვეძებთ მენეჯერული გამოცდილების, გუნდისა და პროცესების მართვის უნარების მქონე, ემპათიურ, კომუნიკაბელურ, განვითარებასა და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - გარდაბნის რაიონი, სოფელი გამარჯვება N1სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი -პარასკევი 09:00 -18:00 სთ, შაბათი 09:00 -16:00 სთ)დაქვემდებარება - წარმოების მიმართულების ხელმძღვანელიანაზღაურება - 3500 - 4500 (Net)დამატებითი ბენეფიტები - სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯები, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
განსაზღვრული მოცულობის პროდუქტის წარმოების უზრუნველყოფა შესაბამისი ვადების და პროცედურების დაცვით; გეგმით გათვალისწინებული, საწარმოებელი მოცულობის გეგმიდან გადაცდენის შემთხვევაში წარმოების მენეჯმენტის დროული ინფორმირება და საკითხის გადასაჭრელად ეფექტური გზების ძიება; წარმოების პროცესში მანქანა-დანადგარების სწორი და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ;საწარმოში შესაძლო რისკების მინიმიზაციასა და პრევენციაზე ზრუნვა, ეფექტური გზების ძიება;რისკის შემცველი ფაქტორების აღმოჩენის შემთხვევაში, საკითხის გადაჭრის მიზნით შესაბამის პასუხისმგებელ პირთან აქტიური და დროული კოორდინაცია;დაქვემდებარებული და საწარმოში მომუშავე სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთა სწავლება - განვითარებაზე ზრუნვა, სამოტივაციო სისტემების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;საწარმოში კომპანიის მიერ დადგენილი სამუშაო კულტურის დანერგვა და შენარჩუნება. ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან/და ტექნიკური მიმართულებით);მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B1-B2);ERP ან/და მსგავსი ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;მართვის მოწმობა - B კატეგორია.