Technician
LTD Nutrimax · თბილისი, ზემო ფონიჭალა
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად 2 მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ.
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით სფეროთი დაინტერესებულ, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, დეტალებზე ორიენტირებულ, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატებს. სამუშაო ადგილი - ზემო ფონიჭალა, გარდაბანის რაიონი - გამარჯვებასამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00 (ორშ-პარ), 09:00 – 16:00 (შაბათი)ანაზღაურება -1600 (Net)დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან და რუსთავიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა ძირითადი მოვალეობები:
კომპანიაში არსებული ტექნიკური სისტემების/დანადგარების ყოველდღიური ინსპექტირება, რემონტი და კონტროლი; დანადგარების გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკებით და პროცედურებით; დანადგარების, აგრეგატების, მანქანებისა და მათი კვანძების შეკეთება, მონტაჟი და გამართვა;დანადგარის გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოსტიკა და კომპეტენციის ფარგლებში პრობლემების აღმოფხვრის უზრუნველყოფა; გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების შესრულება; ცვლის განმავლობაში გახარჯული მასალების შესახებ რეპორტინგის წარმოება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა. ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ( სასურველია რუსული ენის ცოდნა);კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;სასურველია პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში მუშაობის გამოცდილება.