← ყველა ვაკანსია

საკრედიტო ადმინისტრატორი

scapp

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** გენერალური/საკრედიტო ხელშეკრულების მომზადება; ** გირავნობის/იპოთეკის ხელშეკრულების მომზადება; ** თავდებობის ხელშეკრულების მომზადება; ** გირავნობის საგნის სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით; ** გირავნობის რეგისტრაცია სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით; ** გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება სსიპ მომსახურების სააგენტოს ავტორიზებული პროგრამის მეშვეობით. ** რწმუნებულების მომზადება და შემოწმება; ** იურიდიული პირის დაკრედიტების შემთხვევაში კომპანიის სამართლებრივად შემოწმება; ** ფილიალებისათვის სამართლებრივი გადაწყვეტის გზების შეთავაზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები: ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა; ** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა; ** სისხარტე მუშაობაში; ** დამოუკიდებლად, ასევე გუნდში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30; დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია ან/და ატვირთეთ რეზიუმე (CV) ლინკზე - https://scapp.selfrecruit.ge/s/wKw8c

განაცხადის გაგზავნა →