← ყველა ვაკანსია

Procurement Manager - Parapharmacy

Gepha

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris. "გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს. კომპანიის კომერციული შესყიდვების გუნდში ვეძებთ ტალანტს, შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, პარაფარმაციის მიმართულებით. რას გთავაზობთ? • კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.• შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;• მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;• ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;• ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა. რას გააკეთებ ჩვენს გუნდთან ერთად? შესყიდვების სრული ციკლის მართვა:• პორტფელზე შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი;• მოთხოვნის დაგეგმვა და შეკვეთების გაანგარიშება;• მარაგების ოპტიმიზაცია დეფიციტისა და ჭარბი ნაშთების თავიდან ასაცილებლად;• ლიდ თაიმის, სეზონურობის და გაყიდვების დინამიკის გათვალისწინება;• იმპორტისა და ლოჯისტიკური პროცესის კოორდინაცია. კომერციული მოლაპარაკებები და მომწოდებლების მართვა:• ადგილობრივ და უცხოურ მომწოდებლებთან ფასებზე, პირობებსა და ბონუსებზე მოლაპარაკება;• ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების კონტროლი;• გადახდის პირობების გაუმჯობესება და კომერციული რისკების მართვა;• ალტერნატიული მომწოდებლების მოძიება საჭიროების შემთხვევაში, ანალიტიკა და ფინანსური კონტროლი:• Stock Manager, PowerBI და Excel-ში მონაცემების რეგულარული ანალიზი;• მარაგების, ბრუნვის, მარჟების და ფინანსური შედეგების მონიტორინგი;• ფასების, ვადებისა და საწყისი მარჟების კონტროლი;• ბონუსებისა და კრედიტ ნოტების კონტროლი;• ვალდებულებებისა და გადახდების მონიტორინგი ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით. ფორკასტირება და ბიუჯეტირება:• წლიური და პერიოდული შესყიდვების გეგმების მომზადება;• შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;• გადახდების პროგნოზის მომზადება ფინანსური დაგეგმვისთვის. დოკუმენტაცია და შესაბამისობა:• კონტრაქტების, დანართებისა და სავალდებულო დოკუმენტაციის მართვა;• რეგულატორული და შიდა სტანდარტების დაცვა. შიდა კოორდინაცია და პროცესების გაუმჯობესება:• კატეგორიების, გაყიდვების, მარკეტინგის, ლოჯისტიკის, ფინანსებისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია;• დეფიციტის ან რისკის შემთხვევაში პროაქტიული კომუნიკაცია;• შიდა პროცესებისა და რეგულაციების გაუმჯობესებაში მონაწილეობა. რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე? • უმაღლესი განათლება;• პარაფარმაციის და მსგავსი პროდუქციის შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მომწოდებლებთან მოლაპარაკება და კომერციული პირობების შეთანხმება;• გაყიდვების, მარაგების და მოთხოვნის ანალიზის საფუძველზე შესყიდვების დაგეგმვის გამოცდილება;• აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე;• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint). თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚

განაცხადის გაგზავნა →