← ყველა ვაკანსია

მკვლევარი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ცოცხალი კოლექციების განყოფილებაში მკვლევრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 2240 ლარი (დარიცხული)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ფუნქცია-მოვალეობები: ** ცოცხალ კოლექციებში არსებული მცენარეების კურირება, რკვევა-იდენტიფიცირება, ვერიფიკაცია, თანამედროვე ტაქსონომიური ბაზების და საქართველოში მოქმედი ნომენკლატურული ნუსხების შესაბამისად ელექტრონულ ბაზებში ასახვა, აღრიცხვა, მონიტორინგი, კოლექციების შევსებისა და სახეობების კონსერვაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; ** ბოტანიკურ ბაღში (თესლის ბანკში კონსერვაციისა თუ სხვა მიზნებით (გაცვლითი ფონდი)) შემოსული თესლისა და ჰერბარიუმების ნიმუშების ვერიფიკაცია, მონიტორინგი; ** ბოტანიკური ბაღის იშვიათ და გადაშენებად მცენარეთა კოლექციის, კავკასიის ფლორის კონსერვაციის განყოფილების მცენარეების მონიტორინგი, აღწერა, სიების შედგენა, მათი რეგულარული განახლება და მონაცემთა ბაზაში ასახვა; ** საჭიროების შემთხვევაში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი ფლორის სახეობების იდენტიფიკაცია და სიის შედგენაში მონაწილეობა; ** სამეცნიერო პუბლიკაციების (სტატიების) მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა და ადგილობრივ/საერთაშორისო ღონისძიებებზე ორგანიზაციის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბოტანიკის, ბიოლოგიის, ეკოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი); ** მსგავს პოზიციაზე / სამეცნიერო-კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** თანამედროვე ტაქსონომიური ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები; ** ინგლისური ენის ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა. პიროვნული უნარები: ** სამეცნიერო კვლევისა და ანალიზის უნარი; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას. შერჩევის მეთოდები: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მკვლევარი). ** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

განაცხადის გაგზავნა →