← ყველა ვაკანსია

ფინანსისტი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებაში ფინანსისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 ანაზღაურება: 2400 ლარი (დარიცხული)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში (E-Treasury) საგადახდო ვალდებულებებისა და მოთხოვნების დროული შესრულება; ** საბუღალტრო პროგრამებში ოპერაციების გატარება და დებიტორ-კრედიტორებთან შედარებების წარმოება; ** ფინანსური, სტატისტიკური და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა; ** სალაროს წიგნის წარმოება და ელექტრონულ სისტემაში კორესპონდენციის მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** საბუღალტრო და სახაზინო პროგრამების ცოდნა (ORIS, Fina, ESBA, E-Treasury). პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი; ** სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; ** გუნდურობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; შერჩევის მეთოდები: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ფინანსისტი). ** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

განაცხადის გაგზავნა →