მებაღე - დეკორატიული
ეროვნული ბოტანიკური ბაღი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
ანაზღაურება: 1520 ლარი (დარიცხული)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები
ფუნქცია-მოვალეობები:
** საკოლექციო/დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური და სანიტარული სამუშაოების შესრულება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გასხვლა, მარგვლა, დასუფთავება);
** მცენარეების თესვა, დარგვა-გადარგვა და სარგავი მასალის მომზადება/შენახვა;
** ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, მცენარეების დასახელებების ცოდნა და ჯგუფურ სამუშაოებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასრული ან სრული პროფესიული განათლება;
** სასურველია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სარეკომენდაციო წერილი).
პიროვნული უნარები:
** საბაღე ინვენტართან და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის, დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
შერჩევის მეთოდები:
** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
როგორ მიიღოთ მონაწილეობა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მებაღე).
** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.