← ყველა ვაკანსია

კოლექციის კურატორი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში კოლექციის კურატორის (ბონსაი) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 1920 ლარი (დარიცხული)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ფუნქცია-მოვალეობები: ** ბონსაის კოლექციის კურირება: ტაქსონომიური აღრიცხვიანობა, დაცვა, შენარჩუნება და განახლების დაგეგმვა; ** მცენარეთა დაცვის ჯგუფთან კოორდინაციით, კოლექციის მავნებელ-დაავადებებზე მონიტორინგი, საველე კვლევები და კონტროლის ღონისძიებებში ჩართულობა; ** ინტროდუქციისა და კოლექციის გამდიდრების მიზნით, მცენარეთა ახალი სახეობების შერჩევა-შესწავლა და მათი კონსერვაცია; ** კოლექციის პერიოდული ინვენტარიზაცია, დოკუმენტირება, ეტიკეტირება და საინტერპრეტაციო მასალების მომზადება; ** ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობა და კოლექციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ხარისხი ან პროფესიული განათლება ბოტანიკის, ჰორტიკულტურის, აგრარული მეცნიერებების ან ლანდშაფტის დიზაინის მიმართულებით (მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); ** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარეკომენდაციო წერილის წარმოდგენა); ** ბოტანიკისა და ჰორტიკულტურის საბაზისო პრინციპების ცოდნა; ** მცენარეთა სარკვევების, ონლაინ ბაზებისა და სპეციალური ლიტერატურის გამოყენების უნარ-ჩვევები; ** ინგლისური ენის მინიმუმ B1-B2 დონეზე ცოდნა და საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა. პიროვნული უნარები: ** გუნდური და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას. შერჩევის მეთოდები: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კოლექციის კურატორი). ** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

განაცხადის გაგზავნა →