← ყველა ვაკანსია

აგრონომი

ეროვნული ბოტანიკური ბაღი

"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბოტანიკურის ქ. #1 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 ანაზღაურება: 1760 ლარი (დარიცხული)* *შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. ფუნქცია-მოვალეობები: ** ბაღის დეკორატიული გაფორმების, ყვავილოვანი დიზაინისა და ნაკვეთების მოვლა-განახლების დაგეგმვა; ** საკოლექციო და დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების წარმართვა და მცენარეთა მოვლის უზრუნველყოფა; ** მცენარეთა მავნებელ-დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარება; ** მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაოების გადანაწილება და პროცესის მეთვალყურეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება); ** სასურველია დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარები: ** გუნდური მუშაობის, მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საბაღე ინვენტართან და აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას. შერჩევის მეთოდები: ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება. როგორ მიიღოთ მონაწილეობა: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, სათაურის ველში "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (აგრონომი). ** * გაცნობებთ, რომ ა (ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

განაცხადის გაგზავნა →