← ყველა ვაკანსია

ქოლცენტრის ოპერატორი

ორდუნეტი · ზუგდიდი

ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ზუგდიდი, თბილისის ქ.#12 სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით; ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე ტექნიკური მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე; სხვა მოთხოვნები: ** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის ამომწურავი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა, მათ პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება ან კომპანიის შესაბამის სამსახურთან გადამისამართება / უკუკავშირის განხორციელება; ** მომხმარებელთა უფლებების, მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ordunet.ge. ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - info@ordunet.ge. საკონტაქტო -0323 100 700, (303); /ელ.ფოსტა info@ordunet.ge; მის: ზუგდიდი, თბილისის ქ. # 12 გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →