← ყველა ვაკანსია

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი

ჰაბმშენი

"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას. კომპანიის შესახებ "ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/ სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა: ** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება ** ბრიდაგებთან კომუნიკაცია და მართვა ** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება ** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე ** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტურქტორთან ** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში ** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან ** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება ** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება. ** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა განათლება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით. გამოცდილება: უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი ** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ანალიტიკური აზროვნების უნარი ** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა; ** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე) სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი) სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →