იურისტი
Talkpal
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
Job Description
"Talkpal"-ის გუნდში ვეძებთ იურისტს, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად იმუშავებს და დაგვეხმარება კომპანიის სამართლებრივი საკითხების მართვაში.
შენი ძირითადი სამუშაო:
** კომპანიის ბიზნესსაქმიანობის სამართლებრივი ასპექტების ანალიზი
** ციფრულ სერვისებთან დაკავშირებული რეგულაციების მოძიება, ანალიზი და კომპანიის საქმიანობაში მათი იმპლემენტაცია
** პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებთან კომპანიის საქმიანობის თავსებადობის კონტროლი;
** საერთაშორისო კანონმდებლობისა და რეგულაციების კვლევა და ანალიზი, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის სამართლებრივი ჩარჩოების მიმართულებით
** კომპანიის სხვადასხვა გუნდის, მათ შორის მარკეტინგის, ფინანსების, ბიზნეს ურთიერთობებისა და მომხმარებელთა მხარდაჭერის, სამართლებრივი კონსულტირება და მხარდაჭერა
** ხელშეკრულებების შედგენა, სამართლებრივი შემოწმება და საჭიროებისამებრ მათი მოდიფიცირება
** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, გადახედვა, განახლება და სისტემატიზაცია
** კომპანიის ზოგადი პირობების, მზა ჩანაწერების და სხვა საჯარო ინფორმაციის ტექსტების საჭიროების შემთხვევაში გადამუშავება და გაუმჯობესება.
შენ მოგაქვს:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** საერთაშორისო კომპანიასთან ან საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ციფრული პროდუქტებისა და სერვისების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის რეგულაციების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა C1/C2 დონეზე
** AI ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და მათი გამოყენების უნარი სამართლებრივი კვლევისა და ყოველდღიური სამუშაო პროცესების გასაუმჯობესებლად.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
** გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი
დამატებითი ინფორმაცია:
** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
დაინტერესებული პირები მიჰყევით ბმულს: https://careers.talkpal.ai/jobs/Careers/849256000002505020/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98?source=jobs.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc.-ის მიერ თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.