← ყველა ვაკანსია

სერვის-ინჟინერი

ინტერლაბი

კომპანია "ინტერლაბი" აცხადებს ვაკანსიას სერვის-ინჟინერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** ახალი ლაბორატორიული დანადგარების ადგილზე მიტანა, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება. ** აპარატურის ტექნიკური დიაგნოსტიკა, დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება. ** გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დანადგარების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად. ** მომხმარებლებისთვის ტექნიკური კონსულტაციისა და მხარდაჭერის გაწევა. ** ვიზიტები ლაბორატორიებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (მივლინებები). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება (პრიორიტეტულია: ბიოსამედიცინო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, მექანიკა ან მონათესავე ტექნიკური დარგები). ** სამედიცინო/ლაბორატორიულ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). ** ელექტრონული სქემების კითხვისა და ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი. ** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური ლიტერატურის დასამუშავებლად); სასურველია რუსული ენის ცოდნაც. პიროვნული უნარები: ** ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პრობლემის ოპერატიულად გადაჭრის უნარი. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ** ანაზღაურება: 1000-2000 ლარი + ბონუსი. ** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით (მათ შორის: ტრანსპორტირებისთვის კომპანიის ავტომობილი, ულიმიტო სასაუბრო დრო და საჭირო ინსტრუმენტები). ჩვენს შესახებ: 2005 წლიდან კომპანია "ინტერლაბი" ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მცირე და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. ვართ ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://interlab.ge/ka დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: cv@interlab.ge

განაცხადის გაგზავნა →