← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

4Hospitals

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ სამედიცინო კომპანიაა "4Hospitals" რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს სამედიცინო მოწყობილობების/მასალების/პროდუქციის და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის და სხვა ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის. "4Hospitals" არის მრავალი საერთაშორისო სამედიცინო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი. ჩვენი განაცხადია - "ხარისხი - პროცესის თითოეულ ეტაპზე", შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს. სამუშაოს აღწერილობა: ** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით; ** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა. ** კომპანიის პორტთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; ** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება; ** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი; ** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება; ** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; ** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება; ** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი; ** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა. თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge. გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება. "4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →