შეკვეთების შემგროვებელი/საწყობის თანამშრომელი
ვოლტ მარკეტი · ბათუმი
"Wolt Market" უკვე ბათუმშია!
თუ მოგწონთ გუნდური მუშაობა და ეძებთ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების განხორციელება, მაშინ, შემოგვიერთდით! მისამართი - მამია კომახიძის ქუჩა, 88. ბათუმი.
ჩვენი მარკეტები მუშაობს კვირაში 7 დღე.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან/და ღამე.
სამუშაო საათები (სრული განაკვეთი) 5 სამუშაო დღე
** 08:00-17:00
** 11:00-20:00
** 14:00-23:00
** 17:00-02:00
** 23:00-08:00
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
** შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება, დახლებზე განთავსება და მუდმივი განახლება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** მაღაზიაში/საწყობში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** მაღაზიის/საწყობის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება
ჩვენი მოლოდინები:
** შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს, ღამის ან უქმეების პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა,
სრული განაკვეთის შემთხვევაში)
** ხართ შრომისმოყვარე, სერვისზე ორიენტირებული და მოგწონთ სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში მუშაობა
** ერკვევით ტექნოლოგიებში და არ გიჭირთ მათი ათვისება
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისური - სასურველი
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება
რას მიიღებთ ჩვენთან თანამშრომლობით:
** სამედიცინო დაზღვევა
** 24 სამუშაო საშვებულებო დღე
** Wolt-ის კრედიტების ქეშბექი
** სპორტული შეთავაზებები
** ყოველწლიური ბიუჯეტი კორპორატიული წვეულებებისთვის
** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
თუ გსურთ, რომ გახდეთ Wolt Market-ის გუნდის წევრი, შეავსეთ და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა თქვენს რეზიუმესთან ერთად!
https://youtu.be/o9p8tgN6-pw?si=jtsG9wIcuuFkVjDr
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ბმულზე: https://careers.wolt.com/en/jobs/1/7984718