← ყველა ვაკანსია

საგადასახადო აუდიტორი

PKF Georgia

"PKF Georgia" აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო აუდიტორის პოზიციაზე. "PKF Georgia" საქართველოში წარმოადგენს აუდიტსა და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე გლობალური ქსელი "PKF International"-ის (www.pkf.com) იურიდიულად დამოუკიდებელ სრულუფლებიან წევრს. სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30, შესვენება 1 საათი) სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვა, აუდიტი) მიმართულებით; ** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო-საკონსულტაციო და საბუღალტრო სფეროში; ** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპების ცოდნა; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** Microsoft Office-ის პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა; ** უპირატესობა მიენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ ACCA-ის F1 F2 F3 F4 წიგნები. ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა სფეროს სუბიექტების საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის ჩატარება; ** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის გუნდის მართვა, კონტროლი, შესაბამისი დავალებების და მითითებების მიცემა; ** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის შედეგებზე საგადასახადო მიმოხილვის ანგარიშის (Tax Review Letter) მომზადება; ** საგადასახადო მიმოხილვის/აუდიტის პროცესში დამკვეთი კომპანიის კომპეტენტურ პირებთან წერილობით და ზეპირი კომუნიკაცია; ** საგადასახადო მიმოხილვა/აუდიტი განხორციელდება კომპანიაში დანერგილი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლის ათვისებაშიც შერჩეულ კანდიდატს მხარდაჭერას გაუწევს საგადასახადო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და არსებული გუნდი. ძირითადი პიროვნული უნარები და თვისებები: ** პროფესიასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან (კანონები, ინსტრუქციები, ბრძანებები, სტანდარტები და ა.შ.) და გულმოდგინედ, სიღრმისეულად და ამომწურავად მუშაობის უნარი/ნებისყოფა; ** თვითგანვითარებაზე ზრუნვის სურვილი/უნარი/ნებისყოფა; დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com. სათაურის ველში მიუთითეთ "Tax Auditor". პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით.

განაცხადის გაგზავნა →