← ყველა ვაკანსია

ბარისტა

ibis Tbilisi City

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე. შენი როლი იქნება: ** უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა; ** მოამზადოს სამუშაო გარემო, შეავსოს და მოაწესრიგოს; ** ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმლის მომზადება; ** პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა; ** უზრუნველყოფს ეფექტურ, სწრაფ, უსაფრთხო და თავაზიან მომსახურებას. საჭირო უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** აუცილებელია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებით უზრუნველყოფას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1 ** სამუშაო განრიგი: 5/2, 9 საათიანი ცვლები. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებას გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →