პრისელერი
ეკოლაინი
შპს "ეკოლაინი" (კომპანია გრასის ოფიციალური დილერი საქართველოში) ავტო კოსმეტიკა და ქიმია, აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია მოვალეობები:
** ახალი სავაჭრო ობიექტის მოძიება, პროდუქციის შეთავაზება და წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღების მიზნით და პროდუქციით დროულად მომარაგების/მიწოდების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ნაშთების მუდმივი კონტროლი და შეკვეთის ოპტიმიზაცია;
** სავაჭრო ობიექტებზე რეალიზებული პროდუქციის შესაბამისი თანხის მიღება/მითვლა და სალაროში შეტანა;
** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება, ანალიზი და მუდმივი რეპორტინგი მენეჯმენტთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებაში პასუხისმგებლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პრიორიტეტად ჩაითვლება ავტო ქიმიის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;** საკუთარი ავტომობილის ყოლა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული და დროის სწორად განაწილების უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო არეალი თბილისი და რეგიონები.
ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამედიცინო დაზღვევა. მანქანის ამორტიზაციის ხარჯი და საწვავით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოაგზავნეთ მეილზე k.chagelishvili1@gmail.com