კონსულტანტი
Biodroga
კომპანია "Human Diagnostic Georgia" წარმოადგენს გერმანული პრემიუმ დერმო-კოსმეტიკური ბრენდის "Biodroga" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე სითი მოლის სტენდისთვის.
თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ წამყვან კომპანიაში, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა! 6-საათიანი, მოქნილი ცვლიანი გრაფიკი იდეალურია მათთვისაც, ვისაც სურს სამუშაო შეუთავსოს სწავლას ან სხვა საქმიანობას.
ვაკანსია: კონსულტანტი (სამედიცინო კოსმეტიკა)
მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო
დასაქმების ფორმა: არასრული განაკვეთი / ცვლიანი გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი სამუშაო დღე ორ ცვლაში:
I ცვლა: 10:00 - 16:00
II ცვლა: 16:00 - 22:00
ჩვენს შესახებ:
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სამედიცინო-კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მოვლის საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა;
** პროდუქციის თაროებსა და სტენდზე ეფექტურად განლაგება (ვიზუალური მერჩენდაიზინგი) და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის დადებით იმიჯზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება თავის მოვლის საშუალებების, კოსმეტიკის ან აფთიაქის მიმართულებით მუშაობა);
** სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება / კანის მოვლის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე;
** გამართული და დახვეწილი მეტყველება ქართულ ენაზე;
** მომხმარებელზე, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორცვლიანი, 6-საათიანი სამუშაო დღე (10:00-16:00 ან 16:00-22:00);
** ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები 900 ლარი) + ბონუსური სისტემა გაყიდვებიდან (3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ);
** პროფესიულ ტრენინგებს სამედიცინო კოსმეტიკასა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში;
განაცხადის შევსების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.tsintsadze@humangeorgia.com და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი - სამედიცინო კოსმეტიკა".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2026 წ.