ფილიალის ადმინისტრატორი
Nail Beauty Studio · თბილისი
Nail Beauty Studio აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე
პოზიცია: ფილიალის ადმინისტრატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ლოკაცია: თბილისი
ძირითადი მოვალეობები
მომხმარებლების დახვედრა და მომსახურება;ვიზიტების დაჯავშნა და დღის განრიგის მართვა;ზარებისა და სოციალური ქსელებიდან შემოსული შეტყობინებების მართვა;ოსტატების გრაფიკისა და ფილიალის ყოველდღიური პროცესების კონტროლი;სალარო ოპერაციების მართვა;მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი რეაგირება.
მოთხოვნები
ადმინისტრატორის ან სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;მომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი;სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური/რუსული — უპირატესობა.
ჩვენ გთავაზობთ
სტაბილურ სამუშაო გარემოს;კონკურენტულ ანაზღაურებას;პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;მეგობრულ და დინამიკურ გუნდს;შიდა ბენეფიტებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV: nailbeauty77@gmail.com