გაყიდვების მენეჯერი/ლოგისტიკის მენეჯერი
PIPIA · თბილისი
სატრანსპორტო კომპანია "LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და ლოჯისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციებზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს..
ვებგვერდი: www.pipia.cc
სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 65ა, თბილისი
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00
ლოგისტიკის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი;ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ;ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა;მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა;ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები:
ახალი მომხმარებლების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მართვა;გრძელვადიანი თანამშრომლობა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;შეკვეთების მიღება, გაფორმება და ლოგისტიკური პროცესის სრული კონტროლი;გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;დებიტორული დავალიანებების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;უმაღლესი განათლება;ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;აზერბაიჯანულისა და თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;ანალიტიკური აზროვნების უნარი;მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე