ადმინისტრაციული ასისტენტი
ტემპო ჰოლდინგი · ბათუმი
Tempo Holding – სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.
ვაკანსია: ადმინისტრაციული ასისტენტი - ბათუმიკომპანია: Tempo Holdingადგილმდებარეობა: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია;სხვადასხვა ღონისძიებების, შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, სტუმრების დახვედრა და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება;ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა;დიასახლისების და მძღოლების გუნდის მართვა;ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ადმინისტრაციული ასისტენტის ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებასაოფისე პროგრამების ცოდნადისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობარუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
განაცხადის წარდგენა:
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება –ადმინისტრაციული ასისტენტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
„ტემპო ჰოლდინგი“ გისურვებთ წარმატებას!