ჰოსტესი / სტუმრების მოზიდვის ჰოსტესი
კაფე-ბარი მეტეხის კუთხე · თბილისი
მეტეხის კუთხე აცხადებს ვაკანსიას — ჰოსტესი / სტუმრების მოზიდვის ჰოსტესი
ლოკაცია: „მეტეხის კუთხე“ — მეტეხის აღმართი 14
ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და ენერგიულ ჰოსტესს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება სტუმრების დახვედრა და რესტორანში ახალი სტუმრების აქტიურად მოზიდვა.
ჩვენთვის ეს პოზიცია არ ნიშნავს მხოლოდ სტუმრების დახვედრას — გვჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამვლელებთან თავისუფალი კომუნიკაცია, ჩვენი შეთავაზებების გაცნობა და ახალი სტუმრების რესტორანში მოზიდვა.
ანაზღაურება
ფიქსირებული ხელფასი — 700 ₾
ფიქსირებულ ანაზღაურებას ემატება ბონუსი პირადად მოყვანილი სტუმრების გაყიდვებიდან, დღგ-ს გარეშე:
5% ბონუსი — პირადი გაყიდვებიდანთუ ერთ სამუშაო დღეში პირადი გაყიდვა მიაღწევს 1,200 ₾-ს დღგ-ს გარეშე, იმ დღის ბონუსი იზრდება 7.5%-მდე
მაგალითად, 26 სამუშაო დღის შემთხვევაში:
საშუალოდ 800 ₾ გაყიდვა დღეში → თვიური ანაზღაურება დაახლოებით 1,740 ₾საშუალოდ 1,000 ₾ გაყიდვა დღეში → დაახლოებით 2,000 ₾საშუალოდ 1,100 ₾ გაყიდვა დღეში → დაახლოებით 2,130 ₾
თუ დღიური გაყიდვა აღწევს 1,200 ₾-იან მიზანს, ერთვება გაზრდილი 7.5%-იანი ბონუსი:
1,200 ₾ დღეში → დაახლოებით 3,040 ₾ თვეში1,350 ₾ დღეში → დაახლოებით 3,330 ₾ თვეში1,500 ₾ დღეში → დაახლოებით 3,625 ₾ თვეში
ანუ ანაზღაურება პირდაპირ არის დაკავშირებული შედეგთან — რაც მეტ სტუმარს მოიზიდავ და მეტ გაყიდვას შექმნი, მით უფრო მაღალი იქნება შემოსავალი.
ბონუსი ითვლება ყოველდღიურად და ვრცელდება ჰოსტესის მიერ პირადად მოყვანილი სტუმრების გაყიდვებზე. სხვა წყაროდან მოსული სტუმრების გაყიდვები პირად ბონუსში არ შედის.
სამუშაო გრაფიკი
6/1ჩვეულებრივ დღეებში — 14:00–23:00მუსიკალურ/ღონისძიების დღეებში შესაძლოა გრაფიკი იყოს 15:00–00:00კვირაში 1 დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები
რესტორნის წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციურ სტუმრებთან კომუნიკაციაახალი სტუმრების აქტიურად მოწვევარესტორნის, მენიუს, შეთავაზებებისა და ღონისძიებების გაცნობასტუმრების დახვედრა და მაგიდასთან განთავსებაTakeaway შეკვეთების შეთავაზება და გაყიდვების ხელშეწყობაპირადად მოყვანილი სტუმრების სწორად დაფიქსირებასტუმართმოყვარე გარემოს შექმნაადმინისტრაციასა და მომსახურე პერსონალთან კოორდინაცია
რას ველით კანდიდატისგან
აქტიური და თავისუფალი კომუნიკაცია ადამიანებთანმოწესრიგებულიენერგიულობა და ინიციატივაგაყიდვებზე და შედეგზე მუშაობის სურვილიქართული ენის კარგი ცოდნაინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — აუცილებელიარუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა — აუცილებელიაჰოსტესად, პრომოუტერად, გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა ძლიერი კომუნიკაციის უნარის შემთხვევაში სავალდებულო არ არის
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი შედეგით მნიშვნელოვნად გაზარდოს შემოსავალი და რომლისთვისაც სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია ბუნებრივი და საინტერესო პროცესია.
მეტეხის კუთხემეტეხის აღმართი 14, თბილისი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ: Info@theoptimisticvision.ge