გაყიდვების კონსულტანტი
სანდო · თბილისი
შპს სანდო — აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ხოშარაულის ქ. №27, მაღაზია K1
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 09:00–18:00
კვირა — დასვენების დღე
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლების კონსულტაცია სამშენებლო მასალების, სამშენებლო აქსესუარებისა და სალესი აპარატების შესახებ;მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;პროდუქციის ფასების, მახასიათებლებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის მართვა;მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;მაღაზიაში პროდუქციის მოწესრიგებასა და პრეზენტაბელურობაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;სამშენებლო მასალებისა და პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;მომხმარებელზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 1500+ ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@sandogroup.ge
გთხოვთ, ელფოსტის თემაში მიუთითოთ: „გაყიდვების კონსულტანტი“