Junior AML Specialist
Tbc Insurance · თბილისი
სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.
„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.
თუ გინდა, გაიგო მეტი ჩვენს გუნდზე, სამუშაო გარემოსა და იმ ბენეფიტებზე, რომლებსაც თანამშრომლებს ვთავაზობთ, ეწვიე ბმულს: https://www.tbci.ge/careers
სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი AML სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ, 24ბ;განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;
შენი, მთავარი ფუნქციები იქნება:
AML/CFT პოლიტიკებისა და შიდა პროცედურების შესრულება ყოველდღიურ საქმიანობაში;კლიენტების იდენტიფიკაციისა და გადამოწმების პროცესის (KYC/CDD) განხორციელება;კლიენტების პროფილების შექმნა, განახლება, პერიოდული გადახედვა და პროგრამაში აღრიცხვა;ტრანზაქციების მონიტორინგი და საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება;კლიენტების გადამოწმება სანქციების, PEP და სხვა რისკის სიებთან მიმართებით;მაღალი რისკის კლიენტებისთვის გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარება;რეგულატორული მოთხოვნების შესრულებაში მხარდაჭერა და ინფორმაციის მომზადება;უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს სამართლის ან ეკონომიკის უმაღლესი განათლება;გაქვს AML/CFT სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;იცი საბაზისო ფინანსური რეგულაციები;იცი საოფისე პროგრამები;
ვეძებთ ჩვენიანს:პასუხისმგებლიანს;დეტალებზე ორიენტირებულს;ორგანიზებულს;
თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.