← ყველა ვაკანსია

მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწე

PepsiCo

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან- "სოფლის ნობათი", `ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან -"Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან -"Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მძღოლ-ექსპედიტორის თანაშემწის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა) ძირითადი მოვალეობები: ** ექსპედიტორის დახმარება კლიენტებისათვის მზა პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად. ** მიწოდების პროცესში პროდუქციის უსაფრთხოების დაცვა (სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის სწორი განთავსება, ჩატვირთვის და გადმოტვირთვის კონტროლი). ** ავტოტრანსპორტის ჰიგიენურ მდგომარეობაზე ზრუნვა. ** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა კანდიდატის პროფილი: ** განათლება - საშუალო ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე რას გთავაზობთ? ** განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა ** კონკურენტული ანაზღაურება - 1360 ლარი ფიქსირებული + ცვლადი დანამატი (თვეში საშუალოდ 1450 ლარი, ფიქსირებულს+ცვლადი დანამატი) ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა ** ტრანსპორტირება ** კვება თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: delivery_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

განაცხადის გაგზავნა →