← ყველა ვაკანსია

დიასახლისი

ენმედიცი

გინდა სტაბილური სამსახური, კარგი სამუშაო გრაფიკი და ადგილი, სადაც შენს შრომას ნამდვილად დააფასებენ? მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა! კლინიკა "ენმედიცი" აფართოებს გუნდს და ეძებს ენერგიულ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან დიასახლისს! თუ ხარ აქტიური, შრომისმოყვარე, ყურადღებიანი და გიყვარს სუფთა და მოწესრიგებულ გარემოში მუშაობა, ჩვენ გელოდებით! აქ შენი სამუშაო მხოლოდ დასუფთავება არ არის — შენ ქმნი იმ სუფთა, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენი პაციენტები და თანამშრომლები ხვდებიან. რას გთავაზობთ? ** 1000 ლარი ხელზე + ბონუსი ** ულიმიტო სამგზავრო ბარათი ** 40%-იანი ფასდაკლება კლინიკის ამბულატორიულ სერვისებზე ** სტაბილური სამუშაო — ორშაბათი-პარასკევი ** 09:00-18:00 ** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო ** ადგილმდებარეობა: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. N3, ყოფილი წინანდლის ქ. N9-11, 300 არაგველების მეტროს მიმდებარე ტერიტორია ვის ვეძებთ? ** ენერგიულ და აქტიურ ადამიანს; ** პასუხისმგებლიან და შრომისმოყვარე თანამშრომელს; ** მოწესრიგებულ და ყურადღებიან პიროვნებას; ** ადამიანს, რომელსაც უყვარს სისუფთავე და წესრიგი; ** გუნდში მუშაობის უნარის მქონე კანდიდატს; ** დასუფთავებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესდი? მაშინ აღარ გადადო — გამოგზავნე CV დღესვე! hr@enmedic.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "დიასახლისი" ან დაგვიკავშირდით: 596 31 70 70 შემოგვიერთდი ენმედიცის გუნდში — გელოდებით! თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →