← ყველა ვაკანსია

უმცროსი ექიმი - ბავშვთა ER-ში

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ბავშვთა ER - ის განყოფილებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. ჩვენთან მიღებული ერთ წლიანი გამოცდილების შემდეგ კანდიდატი მიიღებს კლინიკის შიდა რეზიდენტურაში ჩაბარების უპირატესობას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი მიმართულების რეზიდენტს; ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია); ** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების მართვაში (კლინიკურ-დიაგნოსტიკურ პროცესებში) ჩართულობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; ** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ; ** მონაწილეობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესში. პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა; ** აკურატულობა; ** ორგანიზებულობა; ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 09.10.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ: "უმცროსი ექიმი ბავშვთა ER". თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →