← ყველა ვაკანსია

უფროსი მზარეულის დამხმარე

Tourinvest Group · ბათუმი

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მზარეულის დამხმარის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგო"-ში . ძირითადი მოვალეობები: ** მენიუში არსებული ცივი და ცხელი კერძების დამოუკიდებლად მომზადება, დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით. ** დესერტების მომზადება და მათი დროული მომარაგება რესტორნის დატვირთულობისა და მოთხოვნის შესაბამისად. ** ნედლეულის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატებისა და ინგრედიენტების მომზადება საწარმოო საჭიროებებიდან გამომდინარე. ** სამზარეულოში არსებული მარაგების კონტროლში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება დეფიციტის შესახებ. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** თავაზიანი; ** ორგანიზებული; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი ** ანაზღაურება: შეთანხმებით ჩვენ გთავაზობთ: ** კომფორტულ სამუშო გრაფიკს; ** კვებით უზრუნველყოფას; ** ტრანსპორტირებას საბაგირო გზით; გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: ** კვებითი უზრუნველყოფა ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa ** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო" ** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში კომპანიის შესახებ "ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →