← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ჯეტექსი

კომპანიის შესახებ "Jetex Georgia" უკვე 8 წელია ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო სისტემების მიმართულებით და განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი. კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-19:00 ანაზღაურება: 2 500 ლარი + ბონუსები, შეთანხმებული პირობების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** Jetex Georgia-ს მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა; ** სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების გაყიდვა; ** ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება; ** სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება; ** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება; ** კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის წარდგენა; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის გაგზავნა; ** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა; ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება; ** გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** აქტიურობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი; ** სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკია 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა პოზიცია არ გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ოფისში ყოფნას. ** ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს აქტიური და მობილური, რეგულარულად ხვდებოდეს პოტენციურ კლიენტებს, ეცნობოდეს მათ საჭიროებებს და ადგილზე მუშაობდეს ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე. რას გთავაზობთ ** ფიქსირებულ ანაზღაურებას — 2 500 ლარს; ** გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსებს, შეთანხმებული პირობების შესაბამისად; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს; ** გამოცდილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@jetex.ge გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი

განაცხადის გაგზავნა →