← ყველა ვაკანსია

ექთანი-ფლებოტომისტი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას: ექთანი-ფლებოტომისტი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული (09:00-18:00 სთ). ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას; ** მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას; ** გამოცდილ პროფესიონალთა გუნდში მუშაობის შესაძლებლობას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** პაციენტებისთვის ვენური სისხლის აღების პროცედურის უსაფრთხოდ და მაღალი სტანდარტით ჩატარება; ** აღებული ბიოლოგიური მასალის შესაბამის სინჯარებში მოთავსება და დახარისხება წესებისა და პროტოკოლის სრული დაცვით; ** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის დროული და აკურატული წარმოება; ** ასეპტიკა-ანტისეპტიკის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო/პროფესიული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (ექთნის კვალიფიკაცია); ** ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება; ** პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** დროის ეფექტურად მართვისა და ორგანიზებულობის უნარი; ** ინფორმაციის ანალიზისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დისციპლინა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: hr@krc.ge. Subject-ველში მიუთითეთ: "ექთანი-ფლებოტომისტი". რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →