← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

ატელიე აუთლეტი · მარშალ გელოვანი

ATELIER OUTLET / ატელიე აუთლეტი - მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36 გრაფიკი: 10:00-18:00/11:00-19:00 (დასვენება 2 დღე) ანაზღაურება: 1000 ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე ** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან ** FITPASS ** კარიერული წინსვლა აუცილებელი მოთხოვნა: ** უცხო ენა სასაუბრო დონეზე; ** მსგავს პოზიციაზე მინ. 1 წლიანი გამოცდილება; მოვალეობები: ** პროდუქციის დარბაზში გასატანად მომზადება და გატანა ("თაგის" დამაგრება, საკიდზე განთავსება და დაუთოვება) ** კოლექციის კატეგორიებად დახარისხება და დარბაზში გასატანად მომზადება ** საწყობიდან დარბაზში პროდუქციის დამატება, სექციის, კატეგორიის, ბრენდების და ზომების მიხედვით განლაგება. ** საწყობში განთავსებული ინვენტარის (საკიდები, მარკეტინგული მასალა, რეილები, კედლის საკიდები და თაროები) მოწესრიგება და დახარისხება თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის გაგზავნა →