← ყველა ვაკანსია

E-commerce ოპერაციების მენეჯერი

მეგასპორტი

"მეგასპორტის" გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონული კომერციის პროცესების მართვას. ძირითადი მოვალეობები: ** ვებგვერდზე შემოსული ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და მართვა; ** ონლაინ გაყიდვების პროცესის კოორდინაცია შეკვეთის მიღებიდან მიწოდებამდე; ** შეკვეთების დეტალების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია; ** შეკვეთების საკურიერო კომპანიასთან გაფორმება და გადაცემის პროცესის ორგანიზება; ** საკურიერო სერვისთან კომუნიკაცია და შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი; ** შეკვეთებთან დაკავშირებული საკითხების დროული გადაწყვეტა; ** ონლაინ გაყიდვების მონაცემებისა და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მოწესრიგებული აღრიცხვა; ** E-commerce ოპერაციების გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ხელშეწყობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ონლაინ გაყიდვების ან E-commerce ოპერაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, საბაზისო ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის კარგი უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფად სწავლისა და ახალ სისტემებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV მითითებულ საკონტაქტო ელფოსტაზე info@megasport.ge და გთხოვთ, შეტყობინების სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითოთ "E-commerce ოპერაციების მენეჯერი".

განაცხადის გაგზავნა →