← ყველა ვაკანსია

რეინჯერი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! სამუშაო გრაფიკი: ოთხ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მისაღებია შემდეგი მიმართულების სტუდენტები (კოლეჯის ან/და უმაღლესი სასწავლებლის): მედიცინა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საექთნო საქმე და სამეანო საქმე, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ბიოქიმია და მიკრობიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ვეტერინარია, სამედიცინო ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია, სტომატოლოგია, ფარმაცია. ძირითადი მოვალეობები: ** ექთნის დახმარება კლინიკაში არსებული პროცედურებისა და პროტოკოლების შესაბამისად; ** პაციენტების უსაფრთხო ტრანსპორტირება კლინიკის შიდა სივრცეში; ** პაციენტების ბიოლოგიური მასალის/დოკუმენტაციის ლაბორატორიისათვის მიწოდება; ** შიდა პროტოკოლების დაცვა. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** თავაზიანობა, გულისხმიერება; ** ორგანიზებულობა, აკურატულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 22.10.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →