← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი

ოპტიმისტი · თელავი

ოპტიკური კომპანია "ოპტიმისტი" ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან არსებობს. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე კომპანიამ ღირსეული როლი შეასრულა ოპტიკის ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში. კომპანიის პრიორიტეტი არის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი. პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი სამუშაო ადგილი: თელავი. სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი. ანაზღაურება: სტაჟიორის საწყისი ანაზღაურება დარიცხული 1000₾ (სტაჟირების ხანგრძლივობა 1 თვე). კონსულტანტის ფიქსირებული ანაზღაურება დარიცხული 1250₾ და დამატებით ბონუსი (150-300₾). იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, თქვენ დაეუფლებით ოპტიკოსის პროფესიას. ახალი პროფესია კი მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეთ ოპტიკური პროდუქციის გაყიდვების საუკეთესო სპეციალისტად. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება; ** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება; ** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; ** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია უმაღლესი განათლება; ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მიზანსწრაფულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ჩვენ გთავაზობთ: ** ოპტიკოსის პროფესიის შესწავლას; ** პროფესიულ ტრეინინგებს; ** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას; ** თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე; ** კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს; დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@optimist.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი - თელავი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →