← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი, ინსტალატორი

მოდერნ ტექნოლოჯი 2020

შპს "მოდერნ ტექნოლოჯი 2020" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის / ინსტალატორის / სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ტექნიკური სამუშაოებით დაინტერესებულ თანამშრომელს, რომელიც ჩაერთვება სახანძრო უსაფრთხოების, სუსტი დენების, ელექტრო და საინჟინრო სისტემებთან დაკავშირებულ სამუშაოებში. ძირითადი მოვალეობები: ** კაბელების გაყვანა და დაერთება ** სახანძრო სიგნალიზაციის კაბელების გაყვანა; ** ოპტიკური კაბელების გაყვანა; ** ელექტრო და სუსტი დენების კაბელების გაყვანა; ** კაბელების გაყვანა პროექტისა და სქემების შესაბამისად; ** საჰაერო და მიწისქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურაზე მუშაობა; ** საკაბელო არხების, გოფრირებული მილებისა და სხვა შესაბამისი სამონტაჟო ელემენტების მოწყობა. ** სახანძრო და საევაკუაციო სისტემები ** სახანძრო დეტექტორების მონტაჟი და დაერთება; ** სტრობ-სირენების მონტაჟი და დაერთება; ** ავარიული/საევაკუაციო სანათების მონტაჟი და დაერთება; ** EXIT ნიშნების მონტაჟი და დაერთება; ** სახანძრო სიგნალიზაციის სხვა მოწყობილობების მონტაჟი და დაერთება პროექტის შესაბამისად. ** ვენტილაციისა და კვამლგაწოვის სისტემები ** ჰაერსატარების დაერთება შესაბამის მოწყობილობებთან და ელემენტებთან; ** სახანძრო და კვამლსაწინააღმდეგო დამპერების დაერთება; ** დამპერების ელექტრული ამძრავების (Actuator) დაერთება; ** კვამლგაწოვისა და ჰაერის მიწოდების სისტემების ელექტრული მოწყობილობების დაერთებაში მონაწილეობა. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; ** ტექნიკური სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი ჩაითვლება უპირატესობად; ** ელექტრო და სუსტი დენების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სამუშაო ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი; ** უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა; ** სამუშაო დროისა და დადგენილი ვადების დაცვა; ** სამუშაო ფორმისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; ** სამუშაო ადგილისა და ინსტრუმენტების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლიანი; ** დისციპლინირებული; ** პუნქტუალური; ** მოწესრიგებული; ** თავაზიანი; ** შრომისმოყვარე; ** გუნდური მუშაობის უნარის მქონე. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ოქტომბერი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან მოკლე ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ. შპს "მოდერნ ტექნოლოჯი 2020" ტელ: 595434370 ელფოსტა: Qiriagiga@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →