← ყველა ვაკანსია

ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი

დიზი ლიზინგი · რუსთავი

საერთაშორისო სალიზინგო კომპანია "დიზი" აცხადებს ვაკანსიას: ავტოსადგომის გაყიდვების მენეჯერი. ლოკაცია: რუსთავი , ტაშკენტის 16 მიმდებარედ სამუშაო გრაფიკი: სრული; ანაზღაურება: 1000 ლარიდან (ფიქსირებული+ბონუსი) მოთხოვნები კანდიდატის მიმართ: ** ენების ცოდნა: ქართული და რუსული ენების ფლობა. ** მართვის მოწმობა: "B" კატეგორია. ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** ავტომობილის აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** სასურველია ავტოინდუსტრიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა; ** თვითორგანიზებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ძირითადი მოვალეობები: ** განცხადებების განთავსება: ავტომობილების გაყიდვის შესახებ განცხადებების ატვირთვა და მართვა MyAuto.ge-ზე. ** კონსულტაცია: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ავტომობილის მახასიათებლების, ფასების, კომპლექტაციისა და სხვაობების შესახებ. ** პრეზენტაცია და ტესტ-დრაივი: ავტომობილის დემონსტრირება ავტოსადგომზე და, საჭიროების შემთხვევაში, ტესტ-დრაივის ორგანიზება. ** მორგებული შეთავაზება: მყიდველის სურვილებისა და ბიუჯეტის დადგენა საუკეთესო ვარიანტის შესათავაზებლად. ** დოკუმენტაციის გაფორმება: ნასყიდობის ხელშეკრულებისა და თანმდევი საბუთების მომზადება. ** ავტომობილის გადაცემა: ავტომობილის მომზადება გადასაცემად და მყიდველისთვის გასაღების ჩაბარება. ** ბაზასთან მუშაობა: კლიენტების ბაზის წარმოება, შემოსულ განაცხადებზე დარეკვა და განმეორებითი გაყიდვების სტიმულირება. ** ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; ** ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.; კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: info@dizi.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →