პირადი/კორპორატიული მძღოლი
KK & Partners
იურიდიული კომპანია "ქეი ქეი ენდ პარტნერსი" (KK & Partners) აცხადებს ვაკანსიას პირადი/კორპორატიული მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** კომპანიის ხელმძღვანელის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ოჯახის წევრების (განსაზღვრულ დროს) უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;
** დამსაქმებელთან მუდმივი და ოპერატიული კომუნიკაცია დავალებების მისაღებად და შესასრულებლად;
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა/მოწესრიგებულ მდგომარეობაში მუდმივი შენარჩუნება;
** ავტომობილის დაზიანების ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ინფორმირება; სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარების ორგანიზება;
** ავტომობილის გეგმური ტექნიკური დათვალიერებისათვის (ინსპექტირებისთვის) მომზადება და დადგენილ ვადებში გავლა;
** საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით, მკაცრი დაცვა;
** გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა, კონტროლი და ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) სწრაფი რეაგირება;
** უშუალო ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მითითებების შესრულება; ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი;
- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00 - 21:00
- სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 10:00 - 19:00
- კვირა - დასვენება
** ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები / Net).
** კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი
შვებულება: აგვისტოს თვეში 14 კალენდარული დღე;
დასვენების დღეები: 31 დეკემბერი; 1 და 2 იანვარი;
აღდგომა და აღდგომის შემდეგი ორშაბათი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** მძღოლად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება პირად ან კორპორაციულ მძღოლად მუშაობის გამოცდილება);
** საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა და უსაფრთხო ტარების უნარი;
** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@kkpartners.ge
(სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მძღოლი")
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 577 33 00 33