← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია

შპს "კავკასიის გათბობა-გაგრილების კომპანია" - TCL-ის გაგრილების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა ** სამიზნე კლიენტებთან მუშაობა, მათ შორის საპროექტო ორგანიზაციებთან, სამონტაჟო კომპანიებთან, დეველოპერებთან, სამშენებლო და საინჟინრო ორგანიზაციებთან ** მოლაპარაკებების წარმოება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების შესრულებამდე ** კომპანიის პროდუქციის მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნება ბაზარზე ** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების ანალიზი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B სექტორში ** სასურველია გამოცდილება HVAC, საინჟინრო სისტემების, ან ტექნიკური აღჭურვილობის გაყიდვებში ** HVAC ან საინჟინრო ტექნიკის ბაზრის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად ** მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მუშაობის უნარი ** კომერციული შეთავაზებების, ხელშეკრულებების და კლიენტთან კომუნიკაციის მართვის გამოცდილება ** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა ** FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** შედეგზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და აქტიური სამუშაო სტილი ** ტერიტორიულ გაყიდვებზე და კლიენტებთან აქტიურ ვიზიტებზე მზადყოფნა ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სატივის ქუჩა #2 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@tclcaucasus.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →