← ყველა ვაკანსია

PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი

დეუს ჰოლდინგი

"DEUS HOLDING" ეძებს PR & COMMUNICATIONS LEAD-ს. ლოკაცია: თბილისი | Full-time, ნაწილობრივ დისტანციური. "DEUS HOLDING"-ისა და ჩვენი საერთაშორისო პროექტების განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებთ ძლიერ PR & Communications Lead-ს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიისა და მისი პროექტების საკომუნიკაციო მიმართულების განვითარებაზე საქართველოში. ვეძებთ ადამიანს, რომელიც თვითონ დაინახავს ამბავს, შექმნის იდეას და მიიყვანს მას შედეგამდე. ამ პოზიციის მთავარი მიზანია "DEUS HOLDING"-ისა (ლუქსიუმის პარტნიორის) და მისი პროექტების ცნობადობის, ნდობისა და ძლიერი საჯარო პოზიციონირების განვითარება. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება; ** კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში საინტერესო news hook-ებისა და PR შესაძლებლობების პროაქტიულად აღმოჩენა; ** მედიასთან ურთიერთობა — ინტერვიუები, სტატიები, სიუჟეტები, პრესრელიზები და სპეციალური პროექტები; ** Founder/CEO-ს პერსონალური ბრენდისა და საჯარო კომუნიკაციის განვითარება; ** Facebook, Instagram, TikTok, YouTube და LinkedIn-ისთვის საკომუნიკაციო და content strategy-ს შექმნა; ** ყოველდღიური რეალური პროცესების საინტერესო ისტორიებად და თანამედროვე short-form ვიდეოკონტენტად გარდაქმნა; ** კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლეების, მიღწევებისა და საერთაშორისო განვითარების სწორად შეფუთვა და გაშუქება; ** მედია, ინფლუენსერებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება; ** ვიდეოგრაფების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა გარე რესურსების მოძიება და კოორდინაცია; ** რეპუტაციული და კრიზისული კომუნიკაციის მართვა; ** კონკურენტების, ტრენდებისა და საინფორმაციო გარემოს მუდმივი მონიტორინგი; ** განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზი და კონკრეტული KPI-ებით შეფასება. ვის ვეძებთ: ** მინიმუმ 3-5 წლიანი რეალური გამოცდილება PR-ის, კომუნიკაციების, მედიის ან ბრენდ-მარკეტინგის მიმართულებით; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა; ** ქართული მედია გარემოსა და სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების კარგი ცოდნა; ** storytelling-ისა და ძლიერი ტექსტის შექმნის უნარი; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტაცია. განსაკუთრებული უპირატესობა იქნება: ტექნოლოგიურ, ფინანსურ, fintech/blockchain ან საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება; მედიასთან არსებული პროფესიული ურთიერთობები; Founder/Executive personal branding-ის გამოცდილება; TikTok/Reels/YouTube Shorts-ის კარგად გაგება. გამოგვიგზავნეთ: ** CV ან LinkedIn პროფილი; ** 2-3 საუკეთესო პროექტი/კამპანია, რომელზეც პირადად გიმუშავიათ; ** მოკლედ — "რას შეცვლიდით DEUS HOLDING-ის კომუნიკაციაში პირველ 90 დღეში?" პროექტის შესახებ: http://www.luxium.io შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება. საკონტაქტო მეილი: Info@luxium.global

განაცხადის გაგზავნა →