გაყიდვების კონსულტანტი
ჩხირა
ქართული საიუველირო ბრენდი "ჩხირა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი (მეიდანი), ბამბის რიგი N7
სამუშაო პირობები:
** მოქნილი გრაფიკი: 5-საათიანი ცვლები (11:00-16:00 ან 15:00-20:00);
** კვირაში 1-2 დასვენების დღე;
** 1-კვირიანი სტაჟირება;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, საშუალოდ 800-დან 1000 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის წარდგენა;
** სამკაულების მახასიათებლების საფუძვლიანი ცოდნა;
** პროდუქციის მოწესრიგება და ვიტრინის ესთეტიკურ იერზე ზრუნვა;
** სალაროსთან მუშაობა და პროდუქციის აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საგადახდო ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: info@chkhira.com (Subject-ში მიუთითეთ: "გაყიდვების კონსულტანტი")
ან მოგვწერეთ პირდაპირ ჩვენს Facebook გვერდზე.