← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ბუქქიფერსი

აუდიტორული კომპანია "ბუქქიფერსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ბუღალტერიის და აუთსორსინგის დეპარტამენტში. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ სხირტლაძის ქ. N29 ** სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00) ** ხელფასი: 2000 ლარიდან ხელზე გასაცემი, ზრდის პერსპექტივით პროექტებიდან გამომდინარე ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ძირითადი ფუნქციები: ** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა; ** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი; ** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა საგადასახადო ორგანოში; ** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.); ** saras.gov.ge-ზე ანგარიშგებების წარდგენა; ** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება/ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველის სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება); ** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2); ** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი" ცოდნა; ** სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები: ** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდურობა; ** შრომისმოყვარეობა. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bkp.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →