← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტი

იმექს კარგო ლოჯისტიკსი

"IMEX Cargo Logistics" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მანქანებისა და სატრანსპორტო პარტნიორების მოძიება; ** მძღოლებთან, დისპეტჩერებსა და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია; ** ტარიფებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება; ** გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა; ** მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და სტატუსების განახლება; ** ახალი პარტნიორების მოძიება და კომპანიის ბაზის განვითარება; ** სამუშაო ინფორმაციის კომპანიის პროგრამაში სრულად დაფიქსირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** რუსული ან თურქული ენიდან მინიმუმ ერთ-ერთის სამუშაო დონეზე ცოდნა სავალდებულოა; ** საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია; ** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია; ** გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი — თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული; ** სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ** ფიქსირებული ანაზღაურება — 1, 000 ლარიდან ხელზე (ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით); ** დამატებით მოქმედებს ინდივიდუალური და გუნდური ბონუსებისა და პრემიების სისტემა; ** კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სისტემისა და IMEX OS-ის სწავლებას; ** გათვალისწინებულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის მისაღებია, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@imexcargo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "ლოჯისტი". პოზიციის დასახელების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →