პირადი/კორპორატიული მძღოლი
KK & Partners · თბილისი
იურიდიული კომპანია „ქეი ქეი ენდ პარტნერსი“ (KK & Partners) აცხადებს ვაკანსიას პირადი/კორპორატიული მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
კომპანიის ხელმძღვანელის, თანამშრომლებისა და ხელმძღვანელის ოჯახის წევრების (განსაზღვრულ დროს) უსაფრთხო და კომფორტული ტრანსპორტირება;დამსაქმებელთან მუდმივი და ოპერატიული კომუნიკაცია დავალებების მისაღებად და შესასრულებლად;სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურად გამართულ და სუფთა/მოწესრიგებულ მდგომარეობაში მუდმივი შენარჩუნება;ავტომობილის დაზიანების ან შეკეთების საჭიროების შემთხვევაში დამსაქმებლის დაუყოვნებლივი ინფორმირება; სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარების ორგანიზება;ავტომობილის გეგმური ტექნიკური დათვალიერებისათვის (ინსპექტირებისთვის) მომზადება და დადგენილ ვადებში გავლა;საგზაო მოძრაობის წესებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით, მკაცრი დაცვა;გადაადგილების მარშრუტების დაგეგმვა, კონტროლი და ცვლილებებზე (საცობები, ალტერნატიული გზები) სწრაფი რეაგირება;უშუალო ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მითითებების შესრულება; ნებისმიერი ფინანსური გადაწყვეტილების დამსაქმებელთან წინასწარ შეთანხმება.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი – შაბათი;ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 10:00 – 21:00სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი 10:00 – 19:00კვირა - დასვენება
ანაზღაურება: 2 000 ლარი (ხელზე ასაღები / Net).
კვებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი
შვებულება: აგვისტოს თვეში 14 კალენდარული დღე;
დასვენების დღეები: 31 დეკემბერი; 1 და 2 იანვარი;
აღდგომა და აღდგომის შემდეგი ორშაბათი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მართვის მოწმობა (B კატეგორია);მძღოლად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება პირად ან კორპორაციულ მძღოლად მუშაობის გამოცდილება);საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა და უსაფრთხო ტარების უნარი;პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Info@kkpartners.ge
(სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „მძღოლი“)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995 577 33 00 33