დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბაზისბანკი
ს.ს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას დეველოპერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.ძირითადი მოვალეობები:სამუშაო დღის განმავლობაში საქმიანი შეხვედრების და პრეზენტაციების გამართვა;სატელეფონო შეთავაზების გაკეთება პოტენციურ კლიენტებთან (იურიდიულ პირებთან);ხელშეკრულებების მომზადება;მოზიდული კლიენტების მუდმივი მონიტორინგი და კომუნიკაცია;ბანკის მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება უშუალო უფროსისათვის;კლიენტებთან მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;განყოფილების უფროსის დავალების შესაბამისად პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით);Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.პიროვნული უნარები:ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ CV.დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.გისურვებთ წარმატებას!რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.