კონსულტანტი-ბრენდ ბიოდროგა
ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია · თბილისი
ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი-ბრენდ ბიოდროგა (სამედიცინო კოსმეტიკა)
კომპანია: „Human Diagnostic Georgia“ (გერმანული პრემიუმ ბრენდი Biodroga)
მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო
დასაქმების ფორმა: არასრული განაკვეთი / ცვლიანი გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი სამუშაო დღე ორ ცვლაში
I ცვლა: 10:00 – 16:00
II ცვლა: 16:00 – 22:00
ჩვენს შესახებ:
კომპანია „Human Diagnostic Georgia“ წარმოადგენს გერმანული პრემიუმ დერმო-კოსმეტიკური ბრენდის „Biodroga“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტი-ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე სითი მოლის სტენდისთვის.
თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ წამყვან კომპანიაში, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა! 6-საათიანი, მოქნილი ცვლიანი გრაფიკი იდეალურია მათთვისაც, ვისაც სურს სამუშაო შეუთავსოს სწავლას ან სხვა საქმიანობას.
ძირითადი მოვალეობები:
მომხმარებლისთვის სამედიცინო-კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მოვლის საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა;პროდუქციის თაროებსა და სტენდზე ეფექტურად განლაგება (ვიზუალური მერჩენდაიზინგი) და ფასმაჩვენებლების კონტროლი;კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის დადებით იმიჯზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება თავის მოვლის საშუალებების, კოსმეტიკის ან აფთიაქის მიმართულებით მუშაობა);სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება / კანის მოვლის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე;გამართული და დახვეწილი მეტყველება ქართულ ენაზე;მომხმარებელზე, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორცვლიანი, 6-საათიანი სამუშაო დღე (10:00–16:00 ან 16:00–22:00);ანაზღაურებას: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდანპროფესიულ ტრენინგებს სამედიცინო კოსმეტიკასა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში.
განაცხადის შევსების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით (აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: n.tsintsadze@humangeorgia.com