← ყველა ვაკანსია

საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტიკა

IMEX Cargo Logistics · თბილისი

IMEX Cargo Logistics აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების ლოჯისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საერთაშორისო გადაზიდვებისთვის მანქანებისა და სატრანსპორტო პარტნიორების მოძიება;მძღოლებთან, დისპეჩერებსა და სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია;ტარიფებისა და თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;მიმდინარე გადაზიდვების კონტროლი და სტატუსების განახლება;ახალი პარტნიორების მოძიება და კომპანიის ბაზის განვითარება;სამუშაო ინფორმაციის კომპანიის პროგრამაში სრულად დაფიქსირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: რუსული ან თურქული ენიდან მინიმუმ ერთ-ერთის სამუშაო დონეზე ცოდნა სავალდებულოა;საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილება სასურველია;კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია;გუნდური მუშაობისა და რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი — თბილისი, იური გაგარინის ქუჩა №13, მეორე სართული;სამუშაო გრაფიკი — ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00;ფიქსირებული ანაზღაურება — 1,000 ლარიდან ხელზე;ფიქსირებული ხელფასის საბოლოო ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;დამატებით მოქმედებს ინდივიდუალური და გუნდური ბონუსებისა და პრემიების სისტემა;კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სისტემისა და IMEX OS-ის სწავლებას;გათვალისწინებულია პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა. თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის მისაღებია, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: career@imexcargo.ge წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: „ლოჯისტი“. პოზიციის დასახელების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →