← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

ჯეტექსი · თბილისი

Jetex Georgia უკვე 8 წელია ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოების საინჟინრო სისტემების მიმართულებით და განხორციელებული აქვს 200-ზე მეტი პროექტი.კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე და ეძებს აქტიურ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს. სამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო საათები: 10:00–19:00ანაზღაურება: 2 500 ლარი + ბონუსები, შეთანხმებული პირობების შესაბამისად ძირითადი მოვალეობებიJetex Georgia-ს მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა;სახანძრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოებისთვის საჭირო მასალების გაყიდვა;ახალი და პოტენციური კლიენტების მოძიება;სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება;პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება;კომპანიის მომსახურებებისა და პროდუქციის წარდგენა;კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტებისთვის გაგზავნა;მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების პროცესის მართვა;არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება;გაყიდვების გეგმებისა და დასახული მიზნების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნებიგაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;ახალი კლიენტების მოძიებისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების გამოცდილება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;აქტიურობა, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;სამუშაო პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და მართვის უნარი;სამშენებლო, საინჟინრო ან ტექნიკური პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობებისამუშაო გრაფიკია 10:00-დან 19:00 საათამდე, თუმცა პოზიცია არ გულისხმობს მთელი დღის განმავლობაში ოფისში ყოფნას.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კანდიდატი იყოს აქტიური და მობილური, რეგულარულად ხვდებოდეს პოტენციურ კლიენტებს, ეცნობოდეს მათ საჭიროებებს და ადგილზე მუშაობდეს ახალი შესაძლებლობების მოძიებასა და გაყიდვების განვითარებაზე. რას გთავაზობთფიქსირებულ ანაზღაურებას — 2 500 ლარს;გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ დამატებით ბონუსებს, შეთანხმებული პირობების შესაბამისად;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;აქტიურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;გამოცდილ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან თანამშრომლობას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@jetex.geგთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: გაყიდვების მენეჯერი

განაცხადის გაგზავნა →