მოლარე-ოპერატორი
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი · თბილისი და რეგიონები
ლიბერთი ბანკი გაძლევთ შესაძლებლობას დაიწყოთ კარიერა ფინანსურ სექტორში და განვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით.გადადგი კარიერული ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად, გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან. გიზიარებთ ვაკანსიას, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე.აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ხულო, ხელვაჩაურიიმერეთი - ვანი, ლენტეხი, სამტრედია, საჩხერე, ხონი, ქუთაისი, ხარაგაული, ამბროლაური, ბაღდათისამეგრელო-გურია - ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, მესტია, სენაკი, ჩხოროწყუ, აბაშა, მარტვილი, წალენჯიხაშიდა ქართლი-სამცხე ჯავახეთი - გორი, დუშეთი, კასპი, სტეფანწმინდაკახეთი - გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ყვარელი, ახმეტა, ლაგოდეხი, წნორი, საგარეჯო, სიღნაღიქვემო ქართლი - გარდაბანი, მარნეული, რუსთავი, წალკა, დმანისი რას აკეთებს ჩვენთან მოლარე-ოპერატორი:მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის ოპერაციების შესრულება ლიმიტის ფარგლებში;საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.გელოდებით, თუ:სიამოვნებას განიჭებს ადამიანებზე ზრუნვა;გსურს განვითარდე ფინანსურ სექტორში;ფიქრობ, რომ ხარ კომუნიკაბელური და გაქვს გაყიდვების უნარიშესარჩევი ეტაპები ტარდება ONLINE:გაცნობითი შეხვედრა;მოკლევადიანი თეორიული online სწავლება და შემდგომი პრაქტიკა (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).ჩვენ გთავაზობთ:სასურველ ლოკაციაზე დასაქმებას;ჯანსაღ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და ურთიერთობებს;პროფესიული და პიროვნული განვითარების ტრენინგებს;ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიური ბონუსი, გამომუშავებიდან გამომდნარე.როგორ მოგვმართოთ:დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ ქალაქი და პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.